თეგი: ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა. მისივე თქმით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია ხუთი ადამიანი. „ჭურვი სვიატოშინის რაიონში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. შენობა და ახლომდებარე მანქანები განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია“, – განაცხადა კლიჩკომ. 

ვიტალი კლიჩკომ კიევში, დღეს საღამოდან 35 საათიანი, ახალი კომენდანტის საათი გამოაცხადა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში 21 მარტის საღამოდან ახალი, 35 საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა. კიევის მერმა Telegram-ით განაცხადა, რომ კომენდანტის საათი 21 მარტს, საღამოს 8 საათზე დაიწყება და გასტანს 23 მარტის დილის 7 საათამდე. ასევე წაიკითხეთ: კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა

კიევის მერი: ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ჩერნიგოვის დაკავებას. ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქის სასაფლაო დაღუპულთა დასაკრძალად საკმარისი არ იქნება, როს გამოც მიცვალებულებს ძველ სასაფლაოზე კრძალავენ. ხარკოვის მერის თქმით, ქალაქში განადგურებულია ათასამდე საცხოვრებელი სახლი. ასევე წაიკითხეთ: კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა

კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთს კვლავ სურს კიევის აღება

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთი მთელი უკრაინის აღებას გეგმავს, რომლის მთავარი სამიზნე კიევია. „აშკარაა, რომ რუსეთი ახორციელებს არა სპეციალურ ოპერაციას, არამედ, გენოციდს უკრაინაში“, - განაცხადა კლიჩკომ ხუთშაბათს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელური  დისკუსიის დროს. მისივე თქმით, უკრაინა იცავს არამხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ ყველა თანამოაზრე ერის სუვერენიტეტს. კლიჩკომ სხვა ლიდერებისგან უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი იარაღის გაგზავნის შესახებ სწრაფი გადაწყვეტილებები მოითხოვა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო - კლიჩკო

კიევის თავზე საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო კიევის თავზე“, - განაცხადა კლიჩკომ. უკრაინული მედია: კიევში აფეთქებების ხმა ისმის უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმა გრძელდება, მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 18 ოქტომბერს, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ამოჰყავთ. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინის ცნობით, განადგურებულია ელექსტროსადგურების 30%. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კიევში საწვავის, ელექტროენერგიის გენერატორების, საკვებისა და სასმელი წყლის მარაგებს ამზადებენ

დედაქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ქმედებების გამო, ელექტროენერგია, სითბო და კომუნიკაციები შევინარჩუნოთ. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიევი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს.  „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელნი, ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დატოვონ“, - განაცხადა კლიჩკომ. New York Times: ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას გეგმას განიხილავს კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს განიხილავს, რათა ნებისმიერი მოვლენისთვის მზად იყოს. კერძოდ, ქალაქმა მოამზადა საწვავის მარაგი, ელექტროენერგიის გენერატორები, საკვები და სასმელი წყალი, ასევე, გათბობის პუნქტები. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი სცენარი არ დადგეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ ვიძლევით, ამიტომ, თითოეული ჩვენგანი ასევე მზად უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებისთვის“, - განაცხადა კიევის მერმა.

კლიჩკოს თქმით, ზამთრის პერიოდში, შესაძლოა, კიევის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდეს

„ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გაზეთ Bild-ს განუცხადა. კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ზამთრის პერიოდში „ყველაზე უარესი სცენარისთვის“. „მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ საქმე იქამდე მივიდეს”, - განაცხადა კიევის მერმა.  მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა დღეს კიევის სხვადასხვა რეგიონში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კიევის მერი საქართველოს გენერატორებისთვის მადლობას უხდის - საქართველოს საგარეო უწყება წერილს აქვეყნებს

კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. „მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, დედაქალაქის მოსახლეობის აუცილებელი კომუნალური მომსახურებით უზრუნველსაყოფად უკვე გადანაწილებულია საქალაქო დაწესებულებებში.  

ვიტალი კლიჩკო: პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ - მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მიმართა. „პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი-ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! დღეს, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“, - აღნიშნავს ვიტალი კლიჩკო.  

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა კიევზე უპილოტო თვითმფრინავებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა - კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე, ომის დაწყების შემდეგ, დრონების გამოყენებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ New Your Times-ი წერს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ყველაზე სერიოზულად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში. „ეს იყო უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე მასიური თავდასხმა დედაქალაქზე, მთელი ომის განმავლობაში,” - განუცხადა კლიჩკომ ჟურნალისტებს. უკრაინაში დღეს განაცხადეს, რომ კიევის ოლქზე ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამასთან. იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.  

ომის დაწყების შემდეგ, კიევზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა - კლიჩკო

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო Nexta იუწყება. მისი ინფორმაციით, შეტევა რამდენიმე ტალღად განვითარდა და საჰაერო თავდასხმა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლთა რაოდენობა ზუსტდება. იმავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით, 52 დრონი ჩამოაგდეს.  

კლიჩკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პარიზში კიევის მოედანი გახსნა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და პარიზის მერმა, ანა იდალგომ საფრანგეთის დედაქალაქში, კიევის მოედანი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გახსნეს.   მოედანი პარიზის ცენტრში, Petit Palais-ის მუზეუმთან, შანზ-ელიზეს (პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი) გვერდით მდებარეობს.   კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პარიზში მცხოვრები უკრაინელები და ის უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პარიზში რეაბილიტაციას გადიან.   ცნობისთვის, უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღე რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში უკვე მეორედ აღნიშნა.